მცხეთის სამედიცინო ცენტრის ონკო-დიაგნოსტიკური და ქიმიოთერაპიული განყოფილება, განკუთვნილია ყველა პროფილის ონკოლოგიური პაციენტისთვის.

ონკოლოგიურ პაციენტებს მოემსახურებათ ქიმიოთერაპიის კაბინეტი სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიისათვის, იმუნოთერაპია, ჰორმონოთერაპია და ტარგენტული თერაპია.

XXI ს. განვითარებული მედიცინის წყალობით ონკოლოგიური დაავადებების განკურნება ადრეულ სტადიაზე შესაძლებელია, მთავარია პაციენტმა დროულად მიმართოს ექიმს, ჩაიტაროს სადიაგნოსტიკო კვლევები და გაითვალისწინოს ექიმ ონკოლოგის დანიშნულება.

ხშირად დაავადება პირველ, მეორე სტადიაზე მიმდინარეობს უსიმპტომოდ, თუმცა არსებობს სხვა მრავალი მიზეზი, როდესაც აუცილებელია პაციენტებმა მიმართონ ონკოლოგს:
1) უეცარი სისხლდენები ცხვირიდან, სასქესო ორგანოებიდან, სისხლი შარდში, ფეკალურ მასებში.
2) წონაში კლება, ცხოვრების ჩვეული წესის ცვლილების გარეშე.
3) სხვადასხვა ტიპის წარმონაქმნებისა და ხალების გაჩენა კანზე, ხალების ტრანსფორმაცია, განსაკუთრებით სისხლმდენი ან მექანიკურად დაზიანებული ხალები.
4) მკვრივი წარმონაქმნების გაჩენა სხეულის სხვადასხვა ზედაპირზე, განსაკუთრებით სარძევე ჯირკვალში, გადიდებული და მკვრივი ლიმფური ჯირკვლები.
5) ხანგრძლივი თავის ტკივილები აუხსნელი მიზეზით, თანდართული მხედველობის, სმენისა და კოორდინაციის დარღვევით ან მის გარეშე.
6) ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, უმადობა, ყლაპვის გაძნელება.
7) ხანგრძლივი დისკომფორტი, ზეწოლის შეგრძნება გულმკერდში ან მუცელში, ხმის შეცვლა.

რისკ-ფაქტორები, როდესაც პაციენტმა გეგმიურად უნდა მიმართოს ონკოლოგს წელიწადში ერთხელ მაინც: 

– ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის შემდგომი პეროპდი.
-40 წელს გადაცილებული არანამშობიარები ქალბატონები.
– პაციენტები შემდეგი დაავადებებით: – ნაწლავის პოლიპოზი, მასტოპათიები, ფიბროადენომები, ღვიძლის ციროზი.
– ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებს ჰქონდა სიმსივნე.
– ადამიანები, რომელთაც უწევთ ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში მუშაობა.
– სტაჟიანი მწეველები – დამტკიცებულია პირდაპირი კავშირის არსებობა მოწევასა და ფილტვის და სხვადასხვა ორგანოს სიმსივნის განვითარებასთან.

ყველაზე გავრცელებული სიმსივნეების პრევენცია:
– ძუძუს კიბოს პრევენციისთვის ქალბატონებმა პერიოდულად უნდა ჩაიტარონ თვითგასინჯვა ხელით. გამაგრებული კვანძის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელია ექოსკოპიის გაკეთება. ექიმის კონსულტაციით, 40 წლის ზევით ქალბატონებს შეუძლიათ ჩაიტარონ მამოგრაფია.
– საშვილოსნოს ყელის სიმსივნის პრევენციისთვის ქალბატონებმა პერიოდულად უნდა ჩაიტარონ PAP ტესტი (ნაცხის ანალიზი).
– მამაკაცებმა პერიოდულად უნდა გაიკეთონ ანალიზი (PSA), პროსტატის სიმსივნის გამოსარიცხად.
– ძვლის ტკივილი, ან უეცარი არატრავმული მოტეხილობა გვიჩენს ეჭვს ძვლის სიმსივნეზე. დასადგენად პირველ რიგში აუცილებელია რენტგენის გადაღება, ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით, კომპიუტერული ან მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
– ღვიძლის სიმსივნის დასადგენად კეთდება სისხლის ანალიზი ონკომარკერებზე.
– ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის მქონე პაციენტები, უნდა იყვნენ ენდოკრინოლოგის მუდმივი კონტროლის ქვეშ, კვანძების არსებობის შემთხვევაში პერიოდულად იკეთონ ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია და სისხლის ანალიზები TSH, FT4.

მთავარია გვახსოვდეს რომ დროული აღმოჩენისა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში კიბო იკურნება!

მცხეთის სამედიცინო ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!