რინოპლასტიკა (ცხვირის პლასტიკა)  არის ცხვირის ფორმის და ზომის მაკორეგირებელი ოპერაცია. ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ესთეტიკური ოპერაცია.   გამომდინარე იქიდან რომ ცხვირი შუა სახის ცენტრალური ორგანოა მის ფორმაზე და ზომაზეა დამოკიდებული სახის ძირითადი პროპორციები  და  სიმეტრიულობა. ქირურგიული გზით შესაძლებელია ცხვირის ზომების,  ფორმის შეცვლა,  ნესტოების ფორმის შეცვლა, კეხის მოცილება, სხვადასხვა შეძენილი თუ თანდაყოლილი დეფორმაციეების გასწორება.

საკმაოდ ხშირეია   ფუნქციური და ესთეტიკური ჩარევა, როცა ხდება ცხვირის ფორმის და   სუნთქვის ერთდროული გამოსწორება.

ცალკე უნდა აღინიშოს განმეორებითი და რეკონსტრუქციული რინოპლასტიკა.

რეკონსტრუქციულ რინოპლასტიკას მიმართავენ მაშინ, როცა სხვადასხვა დაავადების ან უბედური შემთხვევის შემდეგ საჭირო ხდება ცხვირის მასშტაბური აღდგენა.

ოპერაციამდე, წინასწარ კონსულტაციაზე პაციენტი ისინჯება ქირურგის მიერ,  შეიტყობს ოპერაციის მნიშვნელოვან დეტალებს, მიიღებს დეტალურ ინფორმაციას ოპერაციის მოსალოდნელ შედეგზე, შესაძლო გართულებებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე.

ოპერაცია სრულდება ღია მეთოდით, ზოგადი გაუტკივარების ქვეშ და გამომდინარე სირთულიდან გრძელდება 2–5 საათი.

ოპერაციის შემდეგ პაციენტი რჩება კლინიკაში 24 საათი და შემდეგ ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე.

ოპერაციიდან მესამე ან მეოთხე დღეს ხდება ტამპონების ამოღება. ვინაიდან იხმარება თანამედროვე ტამპონები მათი ამოღება სრულიად უმტკივნეულოა.

მეშვიდე დღეს იხსნება ნაკერები.

მეათე ან მეთორმეტე დღეს იხსნება თაბაშირი.

ოპერაციის შემდგომი თვალების გარშემო დასიება და სილურჯე ინდივიდუალურია და როგორც წესი 2 კვირაში გაივლის.

კონსულტაციისთვის გთხოვთ წინასწარ დარეკოთ და ჩაეწეროთ კლინიკის ცხელ ხაზზე.