მცხეთის სამედიცინო ცენტრის პედიატრიული განყოფილება განკუთვნილია 0-დან-18 წლამდე ბავშვებისათვის. კლინიკაში ხორციელდება ამბულატორიული და სტაციონალური პაციენტის მოვლა. ჩვენი პედიატრები უზრუნველჰყოფენ ბავშვის ნორმალურ ფიზიკურ, განვითარებას პრენატალური ასაკიდან ზრდასრულობამდე. კლინიკაში ხორცილედება პაციენტის მართვა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, ჰოსპიტალიზებული პაციენტის მართვა თერაპიულ განყოფილებაში; დღის სტაციონარი.

დღის სტაციონარში შესაძლებელია პაციენტის დაყოვნება დღის მანძილზე ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევებისა და სხვადასხვა სამკურნალო მანიპულაციების ჩასატარებლად (ინჰალაციები, ინექციები, ინტრავენური გადასხმები და სხვ.) და პაციენტის მდგომარეობაზე დასაკვირვებლად. 

გამოცდილ პედიატრებთან ერთად, პედიატრიულ განყოფილებას  ემსახურება:

  • ბავშვთა ტრავმატოლოგ – ორთოპედი;
  • ბავშვთა ოტორინოლარინგოლოგი;
  • ბავშვთა ოფთალმოლოგი;
  • ბავშვთა ქირურგი;

პედიატრიულ განყოფილებას ემსახურება ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკური მიმართულება, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეთ პაციენტებს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები

  • დაბალი გამოსხივების მქონე ციფრული რენტგენი;
  • ექოსკოპია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია.

ჯანმრთელი ბავშვებისათვის გვაქვს შემუშავებული სქემა, რომლის მიხედვითაც ხდება თქვენი პატარის ზრდის მონიტორინგი:

 გეგმიური ვიზიტი: 1-2 კვირის ასაკში ;   1 თვის ასაკში ; 2 თვის ასაკში; 4 თვის ასაკში; 6 თვის ასაკში; 9 თვის ასაკში; 12 თვის ასაკში; 18 თვის ასაკში;  2 წლის ასაკში; 3 წლის ასაკში; 4 წლის ასაკში; 5-6 წლის ასაკში

  • თითოეული ვიზიტზე ხორციელდება თქვენი პატარას ზოგადი ჯანმრთელობის,  ფიზიკური და გონებრივი განვითარების, ჩატარებული ვაქცინაციების და სხვა მნიშვნელოვანი  მოვლენების ჩანიშვნა და შესწავლა. ხდება ასაკის მიხედვით სმენის და მხედველობის მონიტორინგი.

მოზარდების კონსულტაცია – გულისხმობს არამარტო მათი ჯანმრთელობის პრობლემების გამოვლენას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, არამედ მოზარდებისთვის ცხოვრების ჯანმრთელი წესის სწავლებასა და პროპაგანდას.