მცხეთის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული განყოფილება გთავაზობთ დაავადებათა ფართო სპექტრის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, მათ შორის ქირურგიული, ნევროლოგიური, ონკოლოგიური, გინეკოლოგიურ, ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურს და სხვა დაავადებების დროს.

მცხეთის სამედიცინო ცენტრის სტაციონარულ განყოფილებაში თითოეული პაციენტის მკურნალობას უწევს პროფესიონალი მედიკოსებისგან შემდგარი გუნდი.  სტაციონარს მუდმივად კოორდინაციას უწევენ შინაგან დაავადებათა სპეციალისტები, კარდიოლოგები, ქირურგები, ნევროლოგები, ონკოლოგები, გინეკოლოგები, პულმონოლოგები, თერაპევტები, პროფესიონალი ექთნები.

სტაციონარული განყოფილება გათვლილია 100 საწოლზე. ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ ჩვენი პაციენტის ჯანმრთელობაზე არამედ, მის კომფორტზე, უსაფრთხოებასა და კონფიდენციალობაზე.

ყოველი პალატა პაციენტის კომფორტისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებითაა დაპროექტებული: ინდივიდუალური საშხაპით, სველი წერტილით, ინტერნეტით. პაციენტის ინდივიდუალური მოვლის უზრუნველყოფისთვის, ყველა საწოლი აღჭურვილია მონიტორებით, თითოეულ პალატას ემსახურება, მკურნალი ექიმი, ექთანი და დამხმარე პერსონალი.

კლინიკა უზრუნველყოფს პაციენტის სამჯერად კვებას, რომელიც ინდივიდუალურადაა შედგენილიდიეტოლოგების მიერ  სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებისათვის.