ვენის პრივატ კლინიკა – ჩვენ პარტნიორები ვართ.
ავსტრიის სამედიცინო სივრცეში ინტეგრირება შანსია ქართველი პაციენტისთვის მიიღოს ევროპული მედიცინის გამოცდილება და მიღწევები საქართველოში. 2015 წლის გაზაფხულიდან, წმ. იოანე მოწყალის პრივატ კლინიკამ გააფორმა მემორანდუმი ვენის პრივატ კლინიკასთან, რაც გულისხმობს ორმხრივ თანამშრომლობას კლინიკებს შორის.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენი მთავარი პარტნიორი და მეგობარი პროფესორი იოსებ ნანობაშვილია.
24 წელი ავსტრიის სამედიცინო სივრცეში, ვენის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, იოსებ ნანობაშვილი, ქართველი ექიმი, რომელიც 1991 წლიდან მოღვაწეობს ვენაში და დღესდღეობით არის ვენის სამედიცინო ინსტიტუტის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ვიცე-ხელმძღვანელი (Vienna General Hospital, Allgemeines Krankenhaus Wien). დღეს ის ჩვენი გუნდის წევრია.
პროფესორ ნანობაშვილის მთავარი პროფესიული მიმართულება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობაა: ათეროსკლეროზი (პერიფერიული ბაიპას-ოპერაციები იშემიისა და განგრენის დროს, შევიწროვებული საძილე არტერიის ოპერაცია ინსულტის თავიდან აცილებისთვის), არტერიების ანევრიზმა (აორტისა და პერიფერიული ანევრიზმები), ვენების ვარიკოზული გაგანიერება და ა.შ.
ერთერთი მნიშვნელოვანი ნოვაცია, რაც საქართველოში უკვე დაინერგა არის VAC თერაპია, ინოვაციური მიდგომა მედიცინაში – ჭრილობის თანამედროვე მეთოდით მკურნალობა, რომელიც წარმოადგენს ძალზე ეფექტურ საშუალებას ქრონიკული ჭრილობების, განსაკუთრებით დიაბეტური წყლულების სამკურნალოდ. ეს მიმართულება ვითარდება თბილისის პრივატ კლინიკის ბაზაზე, პრფესორ იოსებ ნანობაშვილის სამედიცინო ზედამხედველობით.