მცხეთის სამედიცინო ცენტრში ტარდება მაღალი სტანდარტის ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული ოპერაციები, ცენტრი თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ტრავმატოლოგ ორთეპედებთან, ვისი რეკომენდაციის საფუძველზე და პაციენტის კლინიკური სურათის გათვალისწინებით ხდება პაციენტისთვის პროთეზის შერჩევა. (მაგალითად: Johnson&Johnson –Depuy და MicroPort Orthopedic-ის, გერმანულ კომპანია Implant Cast და სხვა ამ დარგის წამყვანი ამერიკული და ევროპული კომპანიების ენდოპროთეზები).
პროთეზებით, ნებისმიერი სახსრის ჩანაცვლებაა შესაძლებელი: მუხლი, მენჯ-ბარძაყი, მხარი, იდაყვი, კოჭი-წვივი. მასალა, რომლისგანაც შედგება პროთეზი საჭიროებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს სხვადასხვა: კობალტქრომი, გამოწრთობილი ტიტანის შენადნობისგან, კერამიკა, მაღალმოლეკულური პოლიეთილენი, ანტიალერგიული ან ვერცხლის დაფარვით.
პროთეზებისების საგარანტიო პერიოდი საშუალოდ 25-30 წელია. პროთეზებს აქვთ 30 წლიანი წარმატებული კლინიკური გამოცდილება.
ცენტრში ასევე ტარდება ონკო და რევიზიული პროთეზირება, მოდულარული ტიპის სარევიზო და ონკო პროთეზებს გამოყენებით.
ყველაზე ხშირად საქართველოში კეთდება მენჯბარძაყის და მუხლის ენდოპროთეზირება.
მენჯბარძაყის ენდოპროთეზი შეიძლება იყოს ცემენტიანი ან უცემენტო ფიქსაციით. მენჯბარძაყის პროთეზი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: ბარძაყის კომპონენტი (ფეხი); ტაბუხის ფოსო; თავი ორივე ტიპის ფიქსაციისთვის, დამატებით ლაინერი და ჭანჭიკი – უცემენტო ფიქსაციისთვის; ცემენტი – მხოლოდ ცემენტიანი ფიქსაციისთვის.
მუხლის ენდოპროთეზი შედგება სამი კომპონენტისგან: წვივის კომპონენტი, ბარძაყის ძვლის კომპონენტი და პოლიეთილენის მაღალმოლეკულური ლაინერი.
ოპერაციის საშუალო ხანგრძლივობა 40-60 წთ, ოპერაცია შესაძლებელია გაკეთდეს როგორც ენდოტრაქეალური (ზოგადი), ისე ეპიდურული (სპინალური) ანესთეზიით.