“წმ იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის” სტაციონარული განყოფილება გთავაზობთ დაავადებათა ფართო სპექტრის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, მათ შორის ქირურგიული, ნევროლოგიური, ონკოლოგიური, გინეკოლოგიურ, ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურს და სხვა დაავადებების დროს.
“წმ იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის” სტაციონარულ განყოფილებაში თითოეული პაციენტის მკურნალობას უწევს პროფესიონალი მედიკოსებისგან შემდგარი გუნდი. “პრივატ კლინიკის” სტაციონარის დევიზია: ინდივიდუალური მიდგომა ყოველი პაციენტისადმი. სტაციონარს მუდმივად კოორდინაციას უწევენ შინაგან დაავადებათა სპეციალისტები, კარდიოლოგები, ქირურგები, ნევროლოგები, ონკოლოგები, გინეკოლოგები, პულმონოლოგები, თერაპევტები, პროფესიონალი ექთნები.
სტაციონარული განყოფილება გათვლილია 29 საწოლზე. ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ ჩვენი პაციენტის ჯანმრთელობაზე არამედ, მის კომფორტზე, უსაფრთხოებასა და კონფიდენციალობაზე.
ყოველი პალატა პაციენტის კომფორტისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებითაა დაპროექტებული: ინდივიდუალური საშხაპით, სველი წერტილით, ტელევიზორითა და ინტერნეტით. პაციენტის ინდივიდუალური მოვლის უზრუნველყოფისთვის, ყველა საწოლი აღჭურვილია მონიტორებით, თითოეულ პალატას ემსახურება,მკურნალი ექიმი, ექთანი და დამხმარე პერსონალი.