“მცხეთის სამედიცინო ცენტრი” პაციენტებს სთავაზობს რადიოლოგიური დიაგნოსტიკური მომსახურებების ფართო სპექტრს. კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი დონის აპარატურითა და კომპლექტებულია კვალიფიციური პერსონალით.

კვლევები
ულტრაბგერითი კვლევები ამერიკული კომპანია General Electric-ის ეხოსკოპებით Logic P5 და Voluson S:
– მუცლის ღრუს ორგანოების, ჰეპატოპანკრეატობილიარული სისტემის ულტრაბგერითი კვლევა – პათოლოგიური წარმონაქმნების ვასკულარიზაციის შეფასებით;
– თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების, შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა;
– გინეკოლოგიური და სამეანო ულტრაბგერითი კვლევა როგორც ტრნსაბდომინალურად ასევე ტრანსვაგინალური გზით;
– სარძევე, ფარისებრი ჯირკვლებისა და პერიფერიული ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი გამოკვლევა, პათოლოგიური წარმონაქმნებისვასკულარიზაციისტიპისშეფასებით;
– სადიაგნოსტიკო პუნქციური ბიოფსია ულტრაბგერის კონტროლით სხვადასხვა პათოლოგიების დროს, მადრენირებელი – სამკურნალო მანიპულაციების წარმოება.

კომპიუტერული ტომოგრაფია:
General Electric – ის 16 შრიანი დაბალი გამოსხივების კომპიუტერული ტომოგრაფი BRIVO CT 385

– თავის ტვინის, კისრის, გულმკერდის, მუცლისა და მცირე მენჯის ღრუს, ძვალსასხროვანი სისტემის კომპიუტერული ტომოგრაფია;
– მაგისტრალური სისხლძარღვების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია, რომელიც წარმოადგენს დიგიტალური ანგიოგრაფიის არაინვაზიურ ალტერნატივას;
– ინვაზიური პროცედურების (ბიოფსია, დრენირება) ჩატარება კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კონტროლის ქვეშ.

რენტგენოლოგიური კვლევები:
Toshiba –E7843X დაბალი გამოსხივების დიგიტალური რენტგენი
– გულ–მკერდის;
– ნეკნების;
– თავის ქალა/ცხვირის დანამატი ღრუები;
– ხერხემლის სვეტი (კისერი, გულ–მკერდი, წელი);
– სახსრები;
– ძვლები;
– მუცლის ღრუს მიმოხილვითი;
– მცირე მენჯის ღრუს;
– უროგრაფია.