კორონარული არტერიების დაავადება, ქრონიკული პათოლოგიური პროცესია, რომელიც ხასიათდება გულის კუნთის (მიოკარდის) სისხლმომარაგების დარღვევით რაც იწვევს მის იშემიას (ჟანგბადის ნაკლებობას), აღნიშნული პროცესი წარმოადგენს გულის კორონარული არტერიების ათეროსკლეროზის შედეგს, რაც იწვევს კორონარული-გვირგვინოვანი არტერიების შევიწროვებას ქოლესტერინული ფოლაქებით. ამ დაავადების ძირითადი კლინიკური ფორმებია სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი და იშემიური კარდიომიოპათია.
კორონარული სისხლის მიმოქცევა შეიძლება გაუმჯობესდეს კანგავლითი კორონარული ინტერვენციით (PCI) ან აორტოკორონარული შუნტირებით (CABG).
– კანგავლითი კორონარული ინტერვენციის (PCI) მანიპულაციის დროს ექიმი ჩხვლეტს ერთ-ერთ მსხვილ სისხლძარღვს (სხივის ან ბარძაყის არტერიას) და შეჰყავს მასში ბალონდამაგრებული კათეტერი ჯერ აორტის მიმართულებით, მერე კი დახშული ან შევიწროებული კორონარული არტერიისკენ, სადაც ხდება ბალონირება და არტერიის გახსნა. ჩვეულებრივ, სტენტი(მავთულის ბადე) თავსდება ბალონზე; როდესაც ბალონი იბერება, სტენტი თავსდება დაზიანებული არტერიის სანათურში და იქ რჩება, ხოლო ბალონი და კათეტერი უკან გამოაქვთ.
პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში
CABG აორტო-კორონარული შუნტირება ეს არის რევასკულარიზაციის ქირურგიული მეთოდი რომელიც ტარდება როგორც ხელოვნური სისხლის მიმოქცევის ე.წ გულის გაჩერების on pump პირობებში ასევე მომუშავე გულზე of pump, ოპერაციის ძირითადი პრინციპი მდგომარეობს გულმკერდის შიგნითა არტერიის mamarian artery და ქვემო კიდურებიდან მცირე საჩინო ვენის safenous vein მეშვეობით დაზიანებულ და შევიწროვებულ კორონარულ არტერიაზე შემოვლითი ანასტომოსზის დადება.
წმ.მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახ. მცხეთის სამედიცინო ცენტრში კორონარული და პერიფერიული არტერიების სტენტირება კეთდება ამერიკული კომპანია General Electric -ის C-ARM OEC 9900 Elit.