წმ. მეფე მირიანისა და დედოფალი ნანას სახელობის მცხეთის სამედიცინო ცენტრის ქირურგიული განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით. განყოფილება აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით. (სანარკოზე-სასუნთქი აპარატები მწარმოებელი ამერიკული კომპანია General Electric, ლაპარასკოპიული დანადგარი მინიმალური ინვაზიური ჩარევებისთვის გერმანული კომპანია – HerMann-ისგან, ულტრაბგერითი სკალპელი-კოაგულატორი HARMONIC მწარმოებელი ამერიკული კომპანია Johnson&Johnson, Ethicon-ის მიმართულება.)

ჩვენი მომსახურებები მოიცავს:

ზოგადი და ლაპაროსკოპული ქირურგია:
ჰეპატო-ბილიარული ქირურგია;
კუჭისა და საყლაპავის დაავადებები;
კოლოპროქტოლოგია;
მუცლის ღრუს ორგანოების ონკოქირურგია;
ჰერნიოლოგია (თიაქრების ქირურგია);
ორგანოსშემნახველი ქირურგია;
რეკონსტრუქციული ქირურგია;
სისხლძარღვთა ქირურგია;
თორაკალური ქირურგია;
ჰემატოლოგიური ქირურგია.

ლაპაროსკოპული ქირურგია და ონკოგინეკოლოგია:
ონკოგინეკოლოგია;
საშვილოსნოსა და მისი დანამატების დაავადებების ქირურგიული და კონსერვატული მკურნალობა;
სამკურნალო – დიაგნოსტიკური კოლპო და ვულვოსკოპია.

მეტაბოლური ქირურგია:
ენდოკრინული ქირურგია (ჩიყვის, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა);
ბარიატრია (ჭარბი წონის ქირურგიული კორექცია);

პლასტიკურიესთეტიური და რეკონსტრუქციული ქირურგია:
აბდომინოპლასტიკა (მუცლის ფორმის კორექცია);
ესთეტიური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ყბა-სახის ქირურგია,
ხელის მტევნის ქირურგია;
რეკონსტრუქციული ოპერაციები კიდურებზე.

ტრავმატოლოგია/ორთოპედია:
სახსრების ენდოპროთეზირება: მენჯბარძაყი, მუხლი, მხარი, კოჭ-წვივი,
ონკოლოგიური და რევიზიული ენდოპროთეზირება;
ზოგადი ტრავმატოლოგია.