მცხეთის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგიური სამსახური ახორციელებს პაციენტთა მიღებას სხვადასხვა ენდოკრინული პათოლოგით., კლინიკა აღჭურვილია მაღალი ხარისხის თანამედროვე აპარატურითა და ბოლო თაობის ანალიზატორებით, რაც ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.
“მცხეთის სამედიცინო ცენტრის” ენდოკრინოლოგიური სამსახური პაციენტებს შემდეგ სერვისებს სთავაზობს: ენდოკრინული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოვლენილი დაავადებების მკურნალობა და მონიტორინგი; შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა და მონიტორინგი; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობა და მონიტორინგი; სიმსუქნისა და ჭარბი კვების სხვა სახეების მკურნალობა და მონიტორინგი; მეტაბოლური დარღვევების მკურნალობა და მონიტორინგი; სხვა ენდოკრინული ჯირკვლების ავადმყოფობების მკურნალობა და მონიტორინგი.