“მცხეთის სამედიცინო ცენტრის” გინეკოლოგიური განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე დიაგნისტიკური აპარატურით: კოლპოსკოპით, ასევე ენდოსკოპიური აპარატურით: ჰისტეროსკოპით, ცისტოსკოპით, ლაპარასკოპით. რაც ზუსტ და მაღალეფექტურ დიაგნოსტირების და მკურნალობის საშუალებას იძლევა. კლინიკა პაციენტებს გინეკოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ გამოცდილი სპეციალისტები.
ამბულატორიული გინეკოლოგია:
- გინეკოლოგის კონსულტაცია;
- პაპ ტესტი;
- ციტოლოგიური კვლევა;
- ჰისტომორფოლოგიური კვლევა;
- საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების შემთხვევაში ქირურგიული ინტერვენცია ( პოლიპექტომია, ექსციზიო, კონიზაცია, კრიოდესტრუქცია).
ქირურგიული გინეკოლოგია/ ენდოსკოპიური ოპერაციები:
- დიაგნოსტიკური და ოპერაციული ჰისტეროსკოპია;
- საკვერცხის ცისტა, ჰიდროსალპინქსი, პიოსალპინქსი, ცისტექტომია, ადნექსექტომია, ტუბექტომია;
- დრილინგი პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის შემთხვევაში;
- საშვილოსნოს მიომა (მიომექტომია, ტოტალური და სუბტოტალური ჰისტერექტომია);
- ვაგინალური ჰისტერექტომია;
- ენდომეტრიოზი;
- უშვილობა;
- ონკოგინეკოლოგია (რადიკალური ჰისტერექტომია; პარამეტრიუმების ლიმფადენექტომია; პარააორტალური ლიმფოდისექცია; ომენტექტომია; პერიტონეუმექტომია;)
- ტროფობლასტური დაავადება (ბუშტნამქერი; ქორიონეპითელიომა).