iara

ავსტრიული გამოცდილება საქართველოში, წმ. იოანე მოწყალის სახ. პრივატ კლინიკა გთავაზობთ ქრონიკული ჭრილობის ინოვაციური მეთოდით მკურნალობას, ვენის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორის, ვენის სამედიცინო ინსტიტუტის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ვიცე-ხელმძღვანელის (Vienna General Hospital, Allgemeines Krankenhaus Wien) იოსებ ნანობაშვილის ხელმძღვანელობით.

VAC თერაპია გამოიყენება ქრონიკული ჭრილობების სამკურნალოდ, რომელთა შეხორცება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული:

  • ტრავმატოლოგიურ ქირურგიაში,
  • რეკონსტრუქციულ ქირურგიაში;
  • სისხლძარღვთა ქირურგიაში;
  • დიაბეტური ტერფის მკურნალობისას;
  • პოსტოპერაციულ შეუხორცებელი ჭრილობების დროს;
  • დამწვრობით მიღებული დაზიანების დროს;
  • ტროფიკული წყლულების (ნაწოლების) სამკურნალოდ;
  • რადიაციის შედეგად მიღებული კანის დაზიანების დროს.

VAC თერაპიის მოქმედების მექანიზმი:

  • ხელს უწყობს გრანულაციური ქსოვილის წარმოქმნას;
  • აუმჯობესებს პერფუზიას (ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას);
  • ხელს უწყობს დაინფიცირებული ქსოვილის, სითხის, ექსუდატის გამოყოფას;
  • უარყოფითი წნევის შექმნის საშუალებით, ხელს უწყობს ჭრილობის ჯანსაღი კიდეეების წარმოქმნას, რის შედეგადაც უმეტეს შემთხვევაში ჭრილობა იხურება სრულად.

iara2

 

2017 © Copyright. წმ.მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახ.მცხეთის სამედიცინო ცენტრი